საზოგადოება

ქუთაისში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს სოლიდარობა ქუთაისშიც გამოუცხადეს. ჟურნალისტებმა ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართეს.

მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ჟანტაჟის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

„სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს. ხელმძღვანელი ჟურნალისტებს შანტაჟის და ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს, როგორც ეს აჭარაში ხდება. ჩვენ მოვუწოდებთ გიორგი კოხრეიძეს, შეინარჩუნოს არხის დამოუკიდებლობა. ფუფუნებაა ასეთი თანამშრომლები და აუცილებლად უნდა გაუფრთხილდნენ მათ”, – განაცხადეს ჟურნალისტებმა.

მსგავსი სიახლეები

რუსთავი-წითელი ხიდითან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

editor

მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს

რედაქტორი

მეტროსა და ავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე “ვითიბი” და “ქართუ” ბანკის ბარათებითაც იქნება შესაძლებელი

რედაქტორი