მსოფლიო

ერაყში შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა 16 მომიტინგე და 3 პოლიციელი მოკლეს

ერაყში უცნობი შეიარაღებული პირები ტაჰირის მოედანთან ახლოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. დაღუპულია 16 მომიტინგე და 3 პოლიციელი,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარდა ამისა, თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღების გამოყენებთ 70 -მდე ადამიანი დაჭრეს.

ერაყის უზენაესმა შიიტმა ლიდერმა, აიათოლა ალი სისტანიმ მომხდარი ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ ქვეყანამ ახალი პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში და უცხო ძალების ჩარევის გარეშე უნდა აირჩიოს.

შეგახსენებთ, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადილ აბდულ-მაჰდიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომლებსაც ასობით დემონსტრანტის სიკვდილი მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

ავღანეთში, მეჩეთზე მომხდარ თავდასხმას 31 ადამიანი ემსხვერპლა

editor

ნატო-ს ელჩები ირანსა და ერაყში არსებულ ვითარებაზე საგანგებო სხდომას გამართავენ

editor

იაპონიაში ხანძარმა ურის ციხე-სიმაგრის მთავარი ნაგებობები გაანადგურა

editor