პოლიტიკა

ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე უნდა გათავისუფლდეს – ზლკანიანი

„გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე უნდა გათავისუფლდეს. ველოდებით, რომ ეს ძალიან მალე და სწრაფად მოხდება“, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  

„რამდენიმე წუთის წინ დავასრულე შეხვედრა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან. მიროსლავ ლაიჩაკთან ბატონი ვაჟას დაკავების პირველივე დღიდანვე მაქვს კონტაქტი და ისიც ყოველდღიურ რეჟიმში მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს.

გარკვეული პოზიტიური ნიშნები არსებობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე უნდა გათავისუფლდეს. ველოდებით, რომ ეს ძალიან მალე და სწრაფად მოხდება. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ თავისუფალი გადადგილება არის ის ფუნდამენტური უფლება, რომლის შეზღუდვის უფლება არავის აქვს.

მსგავსი სიახლეები

მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა 7 ოქტომბერს განახლდება

editor

გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს

editor

ილია მეორე: გაუფრთხილდით, შეურაცხყოფას ნუ მიაყენებთ ადამიანებს

ადმინისტრატორი