სპორტი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მესის ქანდაკებას დაუდგამს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია „ბარსელონას“ ფორვარდ ლიონელ მესის ქანდაკების დადგმას გეგმავს.

რკინის არგენტინელი მადრიდის გარეუბანში, ქალაქ ლას-როსასში გამოჩნდება. როგორც გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ წერს, მესის ქანდაკება ალფრედო დი სტეფანოს, პელესა და დიეგო მარადონას ქანდაკებების გვერდით დაიდგმება. ფედერაციას მხოლოდ ის აქვს გასარკვევი, როდის დაიწყება პროექტზე მუშაობა: ლეოს კარიერის მსვლელობისას თუ კარიერის დასრულების შემდეგ.

2 დეკემბერს, ლეომ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მიიღო და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ლუის ჰემილტონმა რბოლის რეკორდი გააუმჯობესა

editor

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე შეხვედრა თბილისში გაიმართება

editor

საქართველოში გოლფის ღია ჩემპიონატი ჩატარდა

editor