საზოგადოება

ეროვნული ბოტანიკური ბაღი შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი შოკოლადის ფესტივალს უმასპინძლებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადის მრავალფეროვნება, ასევე, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებული შოკოლადები, ადგილზე მომზადებული ცხელი შოკოლადი, ბელგიური შოკოლადიანი ვაფლები და საახალწლო ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებს საახალწლო ორცხობილების შოკოლადით მოხატვის შესაძლებლობა ექნებათ. გარდა ამისა, ფესტივალზე საახალწლო განწყობას მთელი დღის განმავლობაში სანტა, გრინჩი, ფიფქია, ელფი, ცოცხალი მუსიკა და ნაძვის ხე შექმნის.

შოკოლადის ფესტივალი 7 და 8 დეკემბერს, 12:00-18:00 საათამდე პერიოდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ვარკეთილში ავარიული კორპუსიდან ადგილობრივებს ბინებიდან საკუთარი ნივთები გამოაქვთ

editor

ახალციხის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

editor

ანანურის ციხე-კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

რედაქტორი