პოლიტიკა

გავრილოვის ინციდენტის გამო ბურჯანაძემ კოსაჩოვთან ბოდიში მოიხადა

რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ზაფხულში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის დროს მომხდარ ანტირუსულ სკანდალთან დაკავშირებით, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა.

„მე არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო აბსოლუტურად საშინელი ინციდენტის გამო. მაპატიეთ, რომ შეგაწყვეტინეთ, მაგრამ არ დაგასრულებინებთ საუბარს, ვიდრე არ მოგიბოდიშებთ, რადგან ვთვლი, რომ ეს იყო უპირველესად ქართველი ერისა და საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სააგენტო „ტასის“ მიხედვით, ეს განცხადება პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

უნგრეთი საქართველოსთან კავშირებს გაააქტიურებს

ადმინისტრატორი

სალომე ზურაბიშვილი- ახალი წესის შემუშავებამდე, რომელიმე მსჯავრდებულის შეწყალების საკითხის განხილვა რთულია

editor

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება

editor