მსოფლიო

საფრანგეთში საყოველთაო გაფიცვების გამო ეიფელის კოშკი დაკეტეს

საფრანგეთში მიმდინარე საყოველთაო გაფიცვის გამო პარიზში ეიფელის კოშკის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, კოშკში „არასაკმარისი პერსონალია, რომელიც ძეგლს გააღებს“.

ცნობისთვის, საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური გაფიცვა ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას უკავშირდება. სამსახურში არ გამოცხადნენ ექიმები, მძღოლები, პოლიციელები, სასამართლოს თანამშრომლები, ექიმები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები.

ქვეყანაში მატარებლების მარშრუტების 90% და შიდა ფრენების 20% გაუქმებულია, პარიზში მეტროს 16-დან 11 ხაზი დაკეტილია.

მსგავსი სიახლეები

იაპონურ არასამთავრობო ორგანიზაციის ავტომობილზე თავდასხმის დროს 6 ადამიანი დაიღუპა

editor

აშშ-მა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზის გაცემაზე უარი უთხრა

editor

2019 წელს აშშ-ში მასობრივი მკვლელობების რიცხვმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია

editor