მსოფლიო

რუსულ სოფელში 56 პოლარული დათვი შეიჭრა

56 პოლარული დათვი რუსეთის ჩრდილოეთით, ჩუკოტკის სოფელ რირკაიპიში შეიჭრა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სოფელში ყველა სახის საჯარო ღონისძიება გაუქმდა, სკოლებს კი გაძლიერებულად იცავენ. ბუნების დამცველების თქმით, ცხოველების სოფელთან გამოჩენა კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. გლობალური დათბობის გამო ნაპირთან ყინული სუსტია, რაც ცხოველებს ნადირობას ურთულებს. ამის გამო დათვებს საკვების ძებნა ზღვის ნაცვლად სოფლებში ურჩევნიათ.

ექსპერტების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი შემთხვევები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხდება, ამიტომ რირკაიპის სამუდამო ევაკუაცია უნდა გამოცხადდეს. 

პოლარული დათვები ჩვეულებრივ რირკაიპიდან 2.2 კილომეტრის მანძილზე ცხოვრობენ. ცხოველთა დამცველების თქმით, წელს რეგიონში ძალიან თბილი ამინდია. 

მსგავსი სიახლეები

რუს ჟურნალისტებს ბრიტანულ ფორუმზე აკრედიტაცია არ მისცეს

რედაქტორი

საუდის არაბეთში ქალები და მამაკაცები რესტორანის ერთი შესასვლელით ისარგებლებენ

editor

თურქეთში 133 სამხედრო პირის დაკავების ორდერი გასცეს

editor