პოლიტიკა

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით ყველა პარტნიორი ბოლილიზებულია -ზალკანიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომელიც ნატო-ს ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში ლონდონში იმყოფება, აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით ყველა ტრიბუნა და მექანიზმი გამოიყენეს.

„რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გამოყენებული იყო ყველა ტრიბუნა, ყველა მექანიზმი, ჩემი კონტაქტები ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, გაერო-ს გენერალურ მდივანთან და მის მოადგილესთან. ყველა ვიზიტი, სადაც ვიყავი, გერმანიაში, საფრანგეთში „ამილახვარის დიალოგიც“ იყო გამოყენებული ამისთვის, ყველა ჩვენი პარტნიორი არის მობილიზებული და იმედი მაქვს, ეს ყველაფერი თავის შედეგს გამოიღებს“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შალვა თადუმაძე გასაუბრებაზე უკვე მივიდა

რედაქტორი

გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვევა

editor

გიგა ბოკერია პროკურატურაში დაიბარეს

editor