კულტურა

რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა შედგა

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში პრემიერა შედგა. დიდ სცენაზე, სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე და რეჟისორი ნინო შოთაძე, ებრაელი დრამატურგის, ხანოხ ლევინის პიესის „ცხოვრების ჭაპანი“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „ბედნიერი წყვილი“ წარმოადგენენ.

პიესა თავდაპირველად 90-იან წლებში ისრაელში დაიდგა, საქართველოში პირველად სწორედ რუსთავის თეატრში დაინტერესდნენ. მოქმედება ხანში შესული წყვილის ოჯახში ვითარდება. ამბავი, რომელიც ჩვენს ყოფასა და ურთიერთობებზე კიდევ უფრო მეტად დაგვაფიქრებს. როდის არის ოჯახური წყვილი ბედნიერი, როდესაც ახლად შეუღლებულია, რაღაც დროის თანაცხოვრების შემდეგ, თუ ცხოვრების დასასრულს? საიდან იწყება კრიზისული ეტაპი და შესაძლებელია თუ არა მასთან გამკლავება? სპექტაკლში მთავარ როლებს მსახიობები ნუკრი არჩვაძე და ნათელა მუხულიშვილი ასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშისა და გერბის ესკიზებს კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

რედაქტორი

სარაევოს ფესტივალზე ლევან გელბახიანს საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო გადასცეს

ადმინისტრატორი

ბუბა ხოტივარი გახდა საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი

editor

Leave a Comment