პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ნაციონალურ მოძრაობას 200 კაცი ძლივს გამოყავს

ნაციონალური მოძრაობა დესტრუქციულია – ამბობს ირაკლი კობახიძე.

“ბოლო 6 თვის განმავლობაში ვუყურებთ, რომ ოპოზიციამ დაიწყო პირველ რიგში, პარლამენტში შეჭრით ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა და ამის შემდეგ 3 თვე ქუჩას არ ტოვებდნენ. ბოლო დღეების განმავლობაში ხედავთ მათ დესტრუქციას, რომელიც სხვადასხვა აგრესიული ფორმითაა გამოხატული და ამ ფონზე ვსაუბრობთ რაღაც ერთ ინციდენტზე. ამაში გავერკვევით, მაგრამ ამ ფონზე, როდესაც ისინი ყველანაირ აგრესიას გამოხატავენ, აქეთ მხარეს რაღაც ინციდენტზე საუბარი, ბუნებრივია, უადგილოა”, – განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, კობახიძემ უპასუხა, რომ ამის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან “ნაციონალურ მოძრაობას” 200 კაცი ძლივს გამოჰყავს”.

მსგავსი სიახლეები

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

ადმინისტრატორი

გიგი უგულავა: ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს დავუჭერთ და ხმას მივცემთ

რედაქტორი

მათთან სალაპარაკო არაფერი მაქვს, თემა დახურულია- თეა წულუკიანი

editor

Leave a Comment