პოლიტიკა

წარმოიდგინეთ, მე და ეკა ბესელია ვისხედით ერთად – ალეკო ელისაშვილი

„გუშინ იმ ოთახში მართალა სხვა ვითარებაში რომ ვყოფილიყავით, შემოვულაწუნებდით ერთმანეთს, წარმოიდგინეთ, მე და ეკა ბესელია ვისხედით ერთად. ცალკე აღებული არც ერთ პარტიას არ შესწევს უნარი გადააყენოს მთავრობა. ეს არის ოპოზიციის ერთჯერადი გაერთიანება ივანიშვილი, რომ ხელისუფლებიდან გავუშვათ. ჩვენი მოთხოვნაა ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. ბიძინა ივანიშვილს შეეშინდა, რომ პროპორციული სისტემით ჩაეტარებინათ არჩევნები და ამიტომ ჩააგდეს კანონპროექტი. ჩვენი, ოპოზიციის მიზანია დავანგრიოთ „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი. ივანიშვილი არჩევნებს ნებისმიერ შემთხევაში წააგებს. ახლა ხელისუფლების წევრები თვითგადარჩენის რეჟიმში არიან და ჩემთვის წარმოუდგენელია დილით გაიღვიძონ და უცბად გერმანულ მოდელზე გადასვლა მოიფიქრონ. თუ არ დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს, მიიღებენ სახალხო მღელვარებასა და რევოლუციას. რევოლუციის შემთხევაში იქნება ძვლების მტვრევა, რაც ძალიან არ მინდა. რევოლუცია ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა

მსგავსი სიახლეები

გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) მიესალმება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილებას

რედაქტორი

ნიკა მელია: აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ პარლამენტის სხდომაზე დასასწრებად

რედაქტორი

კალაძე „პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პასუხობს

ადმინისტრატორი