ვიდეო პოლიტიკა

შევთანხმდით უკვე, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებით აღარ ვთამაშობთ – გიგა მაქარაშვილმა

“დღეს ის დღეა, როცა აქტიური კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს ყველა იმ ოპოზიციურ პარტიასთან, რომელიც არსებულა ან არსებობს, იმიტომ, რომ უპრეცედენტოდ ბევრი პარტია დაჯდა ერთ მაგიდასთან, ამასაც მოხერხება უნდა. აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, იმიტომ რომ არ არის მარტივი მიაგნო ზუსტ მოდელს, რევოლუციის გარეშე როგორ უნდა შეცვალო ხელისუფლება, მთავრობა, პარლამენტი, რომელსაც რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოუწევს.

შევთანხმდით უკვე, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებით აღარ ვთამაშობთ, იმიტომ, რომ რამდენჯერაც მისი დაპირება მივიღეთ, იმდენჯერ მოგვატყუა, გაგვაბითურა და ბევრი დრო დაგვაკარგვინა. შესაბამისად, ახლა მას მოუწევს ჩვენს პირობებზე წამოსვლა,” – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

აზერბაიჯანული მხარის განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით

რედაქტორი

საქართველოს თავდაცვის უწყებასა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობა ფართოვდება

რედაქტორი

რომან გოცირიძე: აბსურდია, რომ რომ თითქოს ვიღაც აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას

რედაქტორი