სამართალი

„ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

12 ნოემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (48 აბი) და ფსიქოტროპული (166 კაფსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღლონტი მისი დაკითხვის დეტალებზე საუბრობს

რედაქტორი

ქრთამის აღების ფაქტზე თერჯოლის მერიის თანამშრომელი დააკავეს

editor

შალვა შვგულიძე: არ ველოდი, რომ სტრასბურგის სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას

რედაქტორი