ვიდეო საზოგადოება

სანდრო ბრეგაძე- ლომჯარია, შენ ხარ სახალხო დამგველი და არა სახალხო დამცველი

ლომჯარია, შენ ხარ სახალხო დამგველი და არა სახალხო დამცველი. ერთ კვირაში აქ მოხდება ისეთი რამ, რაც კინოფილმებშიც არ გინახავთ, – ამ სიტყვებით დატოვა “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ სახალხო დამცველის ოფისი.

სანდრო ბრეგაძემ დააანონსა, რომ ზუსტად ერთ კვირაში, ის სახალხო დამცველის აპარატთან ფართომასშტაბიან აქციას გამართავს. მისი თქმით, ლომჯარია სახალხო დამცველი კი არა, კონკრეტული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების დამცველია.

“მომისმინე ლომჯარია, დაახლოებით ერთ კვირაში, რამდენიმე ათას კაცთან ერთად, შემოვალთ ამ ოფისში და ვერავინ ხელს ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლების განხორციელებაში. გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც თქვენი ადგილია – პოლიტიკურ სანაგვეში. ლომჯარია არის გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების დამცველი. ახლა გინდა დაიმალე და გინდა მაგიდის ქვეშ შეძვერი”, – მიმართა ბრეგაძემ ლომჯარიას.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალები არიან მობილიზებული

editor

“რუსთავი 2″–ის ყოფილი დამფუძნებლები ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ულოცავენ

რედაქტორი

ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ქუვეითის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულებას იწყება

რედაქტორი