მსოფლიო

ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტების გასროლის შედეგად ისრაელის 17 მოქალაქე დაშავდა

ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტების გასროლის შედეგად ისრაელის 17 მოქალაქე დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. დაშავებულებს შორის არის რვა წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა.

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა ღაზის სექტორი დაბომბეს. მათი სამიზნე დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი იყო. შედეგად ბაჰა აბუ ალ-ატა დაიღუპა. მასთან ერთად მოკლულია მისი მეუღლე. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.

პარალელურად ისრაელმა იერიში მიიტანა ასევე სირიის ტერიტორიაზე. კერძოდ, დამასკოში მდებარე სახლზე, სადაც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, „ისლამური ჯიჰადის“ კიდევ ერთი ლიდერი იმყოფებოდა. თუმცა, ამ იერიშს დაჯგუფების მეთაური უვნებელი გადაურჩა.

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, „ისლამური ჯიჰადის“ ლიკვიდირებული მეთაური ტერორისტულ აქტებს გეგმავდა და საფრთხის თავიდან ასაცილებლად მისი განეიტრალება აუცილებელი იყო.

ამასთან ერთად, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი სიტუაციის ესკალაციით არ არის დაინტერესებული, თუმცა ქვეყნის დასაცავად ყველა ზომას მიმართავს. „წინასწარ გაფრთხილებთ, ამას დასჭირდება დრო“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი სიახლეები

ისრაელში, თელ-ავივის ჩრდილოეთით 5 000 წლის წინანდელი ქალაქი აღმოაჩინეს

editor

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა

editor

დასავლეთი ჰონგ-კონგში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს

ადმინისტრატორი