ვიდეო მსოფლიო

დუბაიში მდებარე მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრი დაიტბორა

დუბაიში მდებარე მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო და გასართობი ცენტრი Dubai Mall-ი ხანგრძლივი წვიმის გამო დაიტბორა. სავაჭრო ცენტრში გადაღებულ ვიდეოს გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.

კადრებზე ჩანს, რომ ჭერიდან წყლის ძლიერი ნაკადი ჩამოდის. გამოცემის ცნობით, დატბორვის გამო სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთი გასასვლელი დაიბლოკა.

„მიმდინარეობს მუშაობა სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით. სავაჭრო ცენტრს მუშაობა არ შეუწყვეტია“, – აცხადებენ დუბაის მთავრობის პრესსამსახურში.

Dubai Mall-ის საერთო ფართობი 1,2 მილიონი კვადრატული მეტრია. კომპლექსის შემადგენლობაში შედის თემატური პარკი, მსოფლიოში უდიდესი „ოქროს ბაზარი“, „მოდის კუნძული“ ელიტური ბრენდების მაღაზიებით, ყინულის მოედანი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოკეანარიუმი.

მსგავსი სიახლეები

ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა განხორცილდება

editor

Emmy-ის დაჯილდოების ცერემონიაზე Breaking Bad-ის ახალი თიზერი აჩვენეს

editor

ავღანეთში, მეჩეთზე მომხდარ თავდასხმას 31 ადამიანი ემსხვერპლა

editor