პოლიტიკა

გია ვოლსკი – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა უნდა გაგრძელდეს.

ვოლსკი აღნიშნულ თემაზე მაჟორიტარი დეპუტატების, დიმიტრი ხუნდაძისა და ირაკლი შიოლაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს განსხვავებული აზრი აქვს.

„ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ. ხუნდაძე და შიოლაშვილი ადამიანები არიან, თავიანთი პოზიცია აქვთ, მაგრამ ჩვენ სხვა აზრი გვაქვს. ამიტომ, განხილვა უნდა გავაგრძელოთ, ირაკლი კობახიძეს მოვუსმინოთ, კითხვები დავუსვათ, პასუხები მივიღოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ, რას გავაკეთებთ. ალბათ, ხვალ მოგვიწევს შეკრება, მაგრამ სხდომა ახლა უნდა გაგრძელდეს“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ითხოვს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის კანონპროექტის განხილვამდე უმრავლესობის სხდომა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს.

რედაქტორი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდა

editor

დავით ბაქარაძე: ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს დევნიან

ადმინისტრატორი