ვიდეო სამართალი

პოლიციამ ქრთამის აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ოთხ ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, რომლებსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ევალებოდათ ზედამხედველობა და კონტროლი, აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელს, ობიექტზე არსებულ დარღვევებზე, რეაგირების არგანხორციელებისა და შესრულებული სამუშაოების აქტებზე, ხელმოწერის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ფულადი თანხა მოსთხოვეს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

საოკუპაციო რეჟიმის ამტკიცებს, რომ მათი დროშა „უფრო მაღლა აბნევია“

ადმინისტრატორი

16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

რედაქტორი

პარლამენტის მიმდებარედ აქციის დროს, სულ დაკავებულია 37 პირი

editor