სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს გაიმართება

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელებენ.

საბჭო იმ მოსამართლეთა კენჭისყრას გამართავს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. მათ კანონი აძლევთ შესაძლებლობას, სასურველი პოზიცია კონკურსს გარეშე დაიკავონ. სულ 60-მდე ვაკანსიაზე 50-ზე მეტმა მოსამართლემ გამოთქვა სურვილი.

მოსამართლეებმა გასაუბრება გასულ კვირაში გაიარეს, დღეს კი კენჭისყრა გაიმართება. ყველაზე მეტი ვაკანსია და მსურველიც თბილისის საქალაქო სასამართლოშია.

გარდა აღნიშნულისა, საბჭო რამდენიმე ტექნიკურ საკითხზეც იმსჯელებს. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

პროკურატურაში ადასტურებენ ხაზარაძე-ჯაფარიძისათვის ანგარიშების დაყადაღებას

ადმინისტრატორი

ვაჟა სირაძე – თუ ვინმე დარღვევს კანონს, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ

editor

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ადმინისტრატორი