ეკონომიკა

„გალერია თბილისი“ Mapic-ის საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების საერთაშორისო დაჯილდოებაზე ფინალისტებს შორის მოხვდა

მულტიფუნქციური ცენტრი „გალერია თბილისი“ Mapic-ის საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების საერთაშორისო დაჯილდოებაზე ფინალისტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს.

ქალაქის ცენტრის აღდგენის ნომინაციის ფინალში მსოფლიო მასშტაბით 3 სავაჭრო ცენტრია წარმოდგენილი: „გალერია თბილისი“ (საქართველო, თბილისი), „Palazzo Corduzio“ (იტალია, მილანი) და „City Plaza“ (გერმანია, ვუპერტალი).

დაჯილდოება, რომელზეც 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდება, 14 ნოემბერს, საფრანგეთის ქალაქ კანში გაიმართება. დელეგატები კი, მკაცრი კრიტერიუმებით შეფასდებიან როგორც ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების, ასევე წინასწარ შერჩეული ჟიურის მიერ.

Mapic-ის საერთაშორისო დაჯილდოება 13 წევრიანი ჟიურისგან შედგება, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სექტორში. მაგ, ჟიურის წევრებს შორის არიან ისეთი მსხვილი და ცნობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, როგორებიცაა: Sonaesierra,  Sites comerciaux, Benoy, Nike და ა.შ.

მსგავსი სიახლეები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9598 ლარი გახდა

ადმინისტრატორი

კომპანია „ცივის ყველი“ექსპორტზე დუბაისა და აშშ-ში გავიდა

editor

გახარიას თქმით, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ახალი აბრეშუმის გზის“ პერსპექტივის განხორციელებაში

editor