ვიდეო სამართალი

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან კოორდინაციით ჩატარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან 15 000 ყალბი თურქული ლირა შემოიტანა და გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 5 000 ყალბი თურქული ლირა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ადმინისტრატორი

მამის მიერ ნაცემი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი დაზარალებულად არ ცნო

editor

მმართველმა პარტიამ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად წარადგინა

ადმინისტრატორი