სამართალი

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება.

სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროცესზე პროკურატურა სავარაუდოდ სამ მოწმეს დაკითხავს.

ადვოკატის განცხადებით, სხდომა აუცილებლად უნდა გაიხსნას. უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს.

“დაკითხულთაგან არცერთი არ არის არათუ ირიბი, არამედ არანაირი ინფორმაციის მატარებელი საქმეში კალანდიას მონაწილეობის შესახებ,” – აღნიშნავს მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა.

მსგავსი სიახლეები

ტვ „პირველი“ დაჯარიმდა

editor

მესტიაში ძმამ ცივი იარაღით ძმა მოკლა

editor

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

editor