კულტურა

FLAG Art Group-ი ნიუ-ჯერსი შტატში, ქართველი არტისტების მონაწილეობით გამოფენა გაიხსნება

FLAG Art Group-ი ​ნიუ-ჯერსის შტატში, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოქმედი ახალი ინოვაციური ორგანიზაციაა, რომელიც თანამედროვე ხელოვნების გალერეასა და არტისტებისთვის კრეატიული მარკეტინგის სააგენტოს წარმოადგენს. გალერეის დებიუტი თანამედროვე ხელოვნების სცენაზე განსხვავებული კონცეფციის გამოფენით – „კულტურული იდენტობების მიღმა“ შედგება. ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს 8–დან 15 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება.

მონაწილე არტისტებს შორის ხუთი თანამედროვე ხელოვანია: ხატია ესართია, კონსტანტინ მინდაძე, ლევან მინდიაშვილი, ლადო ფოჩხუა და ლეილა შელია. გამოფენაზე მულტიკულტურული წარმოშობის არტისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

გამოფენის კონცეფცია 11 არტისტის უნიკალურ პერსონალურ გამოცდილებას უკავშირდება და იმ გავლენებს, რაც მათი შემოქმედების განვითარებაზე სხვადასხვა კულტურამ მოახდინა. დამთვალიერებლები შეძლებენ, ეს კულტურული მრავალფეროვნება ერთ სივრცეში აღიქვან – სივრცეში, რომელიც უყურებს მანჰეტენის ჰორიზონტს, როგორც თანამედროვე ხელოვნების უდიდეს ცენტრს და მულტიკულტურული საზოგადოების სიმბოლოს.

გამოფენის გახსნას 8 ნოემბერს 19:00–23:00 სთ. მასპინძლობს Nine on the Hudson–ის გამორჩეული კომპლექსი მდინარე ჰადსონის სანაპიროზე, ნიუ-ჯერსიში.

მსგავსი სიახლეები

ახალციხეში ეროვნული დრამატურგიის მე-5 ფესტივალი გაიმართება

ადმინისტრატორი

ლევან დავითაშვილმა LEADx Change პროგრამის გამარჯვებულებს უმასპინძლა

რედაქტორი

„ამირანში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება

რედაქტორი