სამართალი

გიგა ბოკერია შეწყალების საქმეზე: პროკურატურა ვერ იძიებს ან არ იძიებს საქმეს

პროკურატურისთვის მიცემული ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ “ევროპული საქართველო”, შეწყალების სკანდალური აქტის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მუშაობას იწყებს. დადგენილების პროექტს პარტიის წევრები დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე წარადგენენ.

კომისიამ უნდა დაადგინოს რის საფუძველზე ან ვისი რეკომენდაციით შეიწყალა პრეზიდენტმა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულები და ხომ არ იკვეთება კორუფციის ნიშნები.

“თავად თქვა ხომ “ქართული ოცნების” სპიკერმა, რომ აღშფოთებულები იყვნენ პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებებით ხომ, რომელზეც პრეზიდენტმა არანაირი პასუხხი არ გასცა საზოგადოებას რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა. როცა არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ აქ შეიძლება კორუფციას ჰქონდა ადგილი ან ნეპოტიზმს მათივე ინტერესში არ უნდა იყოს, რომ გამოვიძიოთ? პროკურატურა ვერ იძიებს პასუხი არ აქვთ. ჩვენ მათ მივეცით დრო. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროკურატურა არ, ან ვერ იძიებს საქმეს,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მსგავსი სიახლეები

მოსამართლემ 18 ნოემბრის აქციისას დაკავებულებს პატიმრობა შეუფარდა

editor

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

რედაქტორი

ია კიწმარიშვილის მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია

ადმინისტრატორი