ეკონიმიკა

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, 60 მილიონ დოლარად სასტუმრო „პარაგრაფი“გაასხვისოს

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც უკვე ინვესტირებულია 120 მილიონ დოლარზე მეტი. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა “Enterpreneur საქართველოსთან” ინტერვიუში განაცხადა.

ამავდროულად, მისივე თქმით, თუ მყიდველი აუდიტის შედეგად აღმოაჩენს, რომ სასტუმროში ინვესტირებული 120 მილიონიდან რომელიღაც ხარჯი დაუსაბუთებელი, არამიზნობრივი ან ხელოვნურად გაზრდილია, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ნომინალურ ფასს, ანუ 60 მილიონს ეს თანხაც დააკლოს.

„ავიღოთ შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“. თუ მას განყენებულად, ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ და ზემოხსენებული უნივერსალური კრიტერიუმებით შევაფასებთ, პროექტი აპრიორი წამგებიანია. ამ სფეროს სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ სასტუმრო ბიზნესში ინვესტიციის ოდენობა ერთ ნომერზე გახარჯული თანხით იანგარიშება. ანუ მთლიანი ინვესტიცია იყოფა ნომრების რაოდენობაზე. უმაღლესი კლასის, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში, ეს დანახარჯი ერთ ნომერზე 200-250 ათას დოლარს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ობიექტი ვერასდროს გავიდეს მოგებაზე. „პარაგრაფში“ სულ 240 ნომერია, ხოლო ინვესტიციის ოდენობამ უკვე 120 მილიონ დოლარს გადააჭარბა და კიდევ გრძელდება. ელემენტარული არითმეტიკა ცხადყოფს, რომ ერთ ნომერზე გახარჯული თანხა ორმაგად აჭარბებს დადგენილ კრიტერიუმს და 500 ათას დოლარს გასცდა“, – აცხადებს ივანიშვილი

მსგავსი სიახლეები

ეროვნულმა ბანკმა აჭარაში სავალუტო ჯიხურები დახურა

ადმინისტრატორი

ქართული მეღვინეობის კომპანიები ხარისხს აკმაყოფილებენ

რედაქტორი

საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა

ადმინისტრატორი