ეკონიმიკა

ქუთაისის აეროპორტიდან ბოლონიასა და ნიცას მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი 2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიასა და ნიცას მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. 

რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:​ ქუთაისი-ბოლონია-ქუთაისი – 23 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს; ქუთაისი-ნიცა-ქუთაისი – 12 დეკემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას. ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

რაც შეეხება უკრაინულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია SkyUp Airlines-ს, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე შარშან შემოვიდა, ის 29 ოქტომბრიდან ხარკოვი-თბილისი-ხარკოვის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

საქართველო უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო

editor

დოლარის კურსის გამო, ბიუჯეტში იცვლება სახელმწიფო ვალის ზღვრული საპროგნოზო მოცულობა

editor

ივლისში თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს 105 ათასი მგზავრი დააკლდა

editor