პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოს მერთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ტოკიოში სამუშაო ვიზიტის მიმდინარეობისას შეხვედრა გამართა ტოკიოს მერთან, რომელთანაც ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილა.

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონიას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა და თანადგომა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასაც. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, თბილისი ის ადგილია, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული ტრანზიტული ფრენებისათვის და თუ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, ჩვენი ეკონომიკა, საჰაერო კავშირები გაძლიერდება.

მხარეებმა ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების საკითხი განიხილეს. ტოკიოს მერმა პრეზიდენტს 2020 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისთვის მზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ძალისმიერი სპორტის სახეობებში ქართველი სპორტსმენების განსაკუთრებულ წარმატებებს გაუსვა ხაზი. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ წელს, ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველი სპორტსმენები წარმატებით იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

თინა კანდელაკი: ერთ-ერთი გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა ბინ­ძუ­რად გა­ლან­ძღა ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი -ისე, რო­გორც აკე­თე­ბენ ტვინ­გა­ყი­ნუ­ლი რა­დი­კა­ლე­ბი

რედაქტორი

რუსეთის დუმაში საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე დღეს იმსჯელებენ

რედაქტორი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს რეზოლუცია დაარეგისტრირა

რედაქტორი