მსოფლიო

პოლიციელს ქალის მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს

​აშშ-ის პოლიციის ოფიცერი აარონ დინი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ შავკანიანი ქალი მისსავე საძინებელში მოკლა, დააკავეს და ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, დინმა პოლიციის რიგები დატოვა. 

მკვლელობა ტეხასში 13 ოქტომბერს მოხდა. კაცმა, რომელსაც 28 წლის მეზობლის ატატიანა ჯეფერსონის სახლის კარი ღია დახვდა, იფიქრა, რომ სახლში მძარცველი იმყოფება და ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

პოლიციელები სახლის მიმდებარე ტერიტორიას ათვალიერებდნენ, როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა ფანჯარაში ადამიანი შენიშნა და ხელების აწევა უბრძანა, შემდეგ კი გაისროლა. სახლში შესულმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს, რომ დაჭრილი სახლის პატრონია და მას პირველადი დახმარება გაუწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროს ატატიანა დისშვილს ეთამაშებოდა. ქალს ეზოდან ხმაური მოესმა და ფანჯარაში გაიხედა, შემდეგ კი ის პოლიციელმა მოკლა.

შავკანიანთა მიმართ პოლიციის სისასტიკე აშშ-ში ფართოდ გავრცელებული პრობლემაა. ოქტომბრის დასაწყისში ანალოგიურ საქმეში დამნაშავედ ცნეს პოლიციის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც შეცდომით მეზობელი საკუთარ ბინაში მოკლა

მსგავსი სიახლეები

საფრანგეთში ტურისტულმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

editor

აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ადმინისტრატორი

კორონავირუსს ოფიციალური სახელი-„COVID-19“ მიანიჭა

editor