ვიდეო სამართალი

ოჯახური ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, მამა-შვილი – 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ., მამასთან – დ.ვ. – სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს – 1982 წელს დაბადებულ ფ.ს – ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ტყიბულის მერიის ქონების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

რედაქტორი

გურჯაანში, ხანძრის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა

editor

ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხებისა და ხელისუფლების დამხობის მუხლით გადაკვალიფიცირდა

რედაქტორი