პოლიტიკა

პოლიტიკის კომიტეტმა კენჭი უყარა ანგარიშს ნატო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტმა კენჭი უყარა ანგარიშს ნატო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშის ავტორია ხორვატი მომხსენებელი მირო კოვაჩი.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრების ინფორმაციით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ანგარიშის მიხედვით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება.

მსგავსი სიახლეები

გერმანიის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია

editor

კლაუდია როთი: ძალიან ჩუმად ვიყავით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია

რედაქტორი

თამარ ჩუგოშვილი: ოპოზიციას შეუძლია, პრემიერი მაისის ბოლო პარასკევს დაიბაროს

რედაქტორი