პოლიტიკა

მარიამ კუბლაშვილი – თქვენ გააგრძელეთ წერა – კითხვა, ბოროტება, მე კი უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას ვაგროვებ პროცესის მოსაგებად

“ქართული ოცნების” დეპუატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროცესის მოსაგებას უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებებს აგროვებს.
მისი თქმით, მოწმეთა რიცხვი, რომლებიც დეპუტატის უდანაშაულობას დაამტკიცებს იზრდება.
“თქვენ გააგრძელეთ წერა – კითხვა, ბოროტება, მე კი უფრო და უფრო მეტ მტკიცებულებას ვაგროვებ პროცესის მოსაგებად უფრო და უფრო იზრდება იმ გარემოებათა რიცხვი, რომელიც სამუდამოდ გაგცემთ პასუხს და დაგადუმებთ, აგიხსნით თუ რატომ არ უნდა იყოს ადამიანი პროვოკატორი და რატომ უნდა ამხილო იგი დროულად ჩემი სახელი ასე რომ გაშინებთ და განერვიულებთ, შფოთავთ და ყველა კედელზე ჩემი მისამართით წერთ – უფრო ვრწმუნდები ჩემს შესაძლებლობებში მადლობა, თქვენ გააკეთეთ ყველაფერი, რომ ბოლომდე დავანახო საზოგადოებას მტყუან – მართალი, რომ წერტილი დავუსვა უსამართლობას!
დამელოდეთ, ნუ ჩქარობთ, ნუ ღელავთ, არ მცალია პასუხის გასაცემად, ბევრი საქმე მაქვს, მოწმეთა რიცხვი არ წყდება და უნდა გაგანერვიულოთ კიდევ, თქვენთვის უარესი და უარესი ამბები მაქვს. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” – წერს მარიამ კუბლაშვილი.

მსგავსი სიახლეები

გიორგი მარგველაშვილი – მე ამაყი ვარ იმ როლით, რომელსაც ანა დოლიძე ყოველდღიურად ასრულებს სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში

editor

პუტინი საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს

რედაქტორი

მამუკა მდინარაძე: ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი

რედაქტორი