მსოფლიო

იაპონიაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი Jia De ჩაიძირა დაღუპულია 2 ადამიანი

ტაიფუნ „ჰაგიბისის“ გამო იაპონიაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი Jia De ჩაიძირა. უბედური შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა 6 კი – დაკარგულად ითვლება, – ამის შესახებ ინფორმაციას kyodonews-ი იაპონიის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ხომალდი მოსალოდნელი ტაიფუნის გამო ტოკიოს ყურეში იყო გაჩერებული. გემზე მყოფი ეკიპაჟის 12 წევრიდან მხოლოდ ოთხის გადარჩენა მოხერხდა. გემის ბორტზე მიანმარის 3, ვიენტამის 2 და ჩინეთის 7 მოქალაქე იმყოფებოდა.

სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, სტიქიას 23 ადამიანის სიცოცხლე ესხვერპლა. 16 ადამიანი კი ჯერ-ჯერობით დაკარგულად ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა

editor

აშშ კუბას ახალ სანქციებს უწესებს

ადმინისტრატორი

მაკრონს რუსეთის ევროპული მომავლის სჯერა

ადმინისტრატორი