საზოგადოება

ციხელაშვილმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარი წამყვანი ფორუმია, სადაც პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ექსპერტები უსაფრთხოების გლობალურ საკითხებს განიხილავენ და საერთო გამოწვევების შესახებ საუბრობენ. კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სიტყვით გამოვიდა პანელზე – „მომავლის გზის მშენებლობა – საქართველო და უკრაინა“. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის დეტალებზე.

მსგავსი სიახლეები

მერია მძლოლებს ტქსის ნიშნებს უფადოს დაურიგებს

editor

ტაქსის ლიცენზიის მოპოვებას პროცედურების გავლა სჭირდება

ადმინისტრატორი

ავჭალაში, მიხაკო წერეთლის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

რედაქტორი