საზოგადოება

“შმაქსის” გამოძახება უკვე შესაძლებელია

12 ოქტომბრიდან „შმაქსის“ გამოძახება ქოლ-ცენტრის დახმარებით არის შესაძლებელი. შესაბამისი განცხადება პარტია „გირჩის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა

განცხადების თანახმად, საგანმანათლებლო სერვისის ქოლ-ცენტრი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს. 

კიდევ ერთი სიახლე, „შმაქსისტებისთვის” საგანმანათლებლო მასალების პაკეტის მიწოდებაა. ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს, „შმაქსის“ მასწავლებლები მიიღებენ CD დისკებით, რომელთა ელექტრონული ჩამოტვირთვის რამდენიმე გზა ექნებათ. 

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრებმა კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია 3 ოქტომბერს გამართეს. მათი თქმით,  „შმაქსი“ ქირაობს მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით მოძრაობენ. მასწავლებლები, იგივე „შმაქსისტები“, მგზავრებს თავისუფლებასა და მისგან მოტანილ სიკეთეებზე ესაუბრებიან. პროექტის მიზანი ქართულ საზოგადოებაში საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გავრცელებაა.

მსგავსი სიახლეები

ტაქსის ლიცენზიის მოპოვებას პროცედურების გავლა სჭირდება

ადმინისტრატორი

ჭვანის ხეობაში ექსტრემალებისთვის სასტუმრო კლდეზე მოეწყობა

editor

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო

editor