ვიდეო სამართალი

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპატრამენტისა და ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხაშურში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ცხელ კვალზე დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ი.დ.-ს ადგილსამყოფელი მალევე დაადგინეს და იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 ხელყუმბარა და სანადირო დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

მსგავსი სიახლეები

არადეკლარირებული მობილური ტელეფონები მებაჟე ოფიცრებმა აღმოაჩინეს

editor

მიხეილ სააკაშვილი -ძალა არის ხალხში! საქართველოში უნდა გათენდეს!

editor

გიორგი ბარამიძე მზად არის, მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მივიდეს

რედაქტორი