საზოგადოება

ტაქსის ლიცენზიის მოპოვებას პროცედურების გავლა სჭირდება

ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ტაქსის ლიცენზიის მოპოვებას პროცებურების გავლა სჭირდება – ამბობს დავით ჩიხელიძე, რომელიც სოციალურ ქსელში სხვადასხვა ქვეყნების ანალოგიებს და ამ ქვეყნების სატაქსო რეგულაციებთან დაკავშირებით საინტერესო ბმულს აქვეყნებს.

“ყველა განვითარებულ ქვეყანაში განვითარებულია ტაქსების ლიცენზირების სისტემაც. იმისათვის, რომ კომპანიამ ან მძღოლმა ტაქსის მართვის უფლება მოიპოვოს, მას საკმაოდ ბევრი პროცედურის გავლა უწევს. ზოგან მძღოლებს ამისათვის ენისა და ქალაქის ცოდნის ტესტების ჩაბარებასაც კი სთხოვენ. რაც შეეხება უშუალოდ ავტომობილების მარკირებას, ანუ ტაქსების გარეგნულ სახეს, ესეც სხვადასხვა ქვეყანასა თუ ქალაქში, სხვადასხვანაირად რეგულირდება. ტაქსის რეფორმით ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, განვითარებისაკენ.” – წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

„შეაჩერე კორუფციის“ ხელმძღვანელი შსს-მ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავა

რედაქტორი

„კურიერი“ ეთერში, სავარაუდოდ, სექტემბრიდან გავა

ადმინისტრატორი

კახი კალაძე – ტაქსებთან დაკავშირებით დაწყებული რეფორმა ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს

editor

Leave a Comment