მსოფლიო

ტაიფუნს გამო იაპონიაში 4 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

ტაიფუნ „ჰაგიბისის“ გამო იაპონიაში 4 მილიონზე მეტი ადამიანის, მათ შორის დედაქალაქ ტოკიოს მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ძლიერ ქარის შედეგად უკვე დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი. 800 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ტოკიოს აეროპორტი მუშაობას შეაჩერებს. ასევე დედაქალაქში გაჩერდება მეტრო, დაიხურება მაღაზიები, რესტორნები და აფთიაქები. იაპონიას ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი „ჰაგიბისი“ უახლოვდება. ტაიფუნი იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება და ტოკიოს 12 ოქტომბერს მიაღწევს. სინოპტიკოსების 45 მ/წ სიჩქარის ქარს ვარაუდობენ. 1958 წელს იაპონიაში ტაიფუნი „იდა“ მძვინვარებდა, რომელსაც 1200 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები

1500-მდე სკოლა დაიხურა მალაიზიაში დაკვამლიანების გამო

editor

ელიზაბეთ რუთის განცხადება

რედაქტორი

დიმიტრი ცქიტიშვილი: სანქციის დაწესება რუსეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ისედაც სურდა, თუმცა ამისთვის საბაბი მიეცა

რედაქტორი