საზოგადოება

სიონის ტაძრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მილიონი ლარია. პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას. ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.

მსგავსი სიახლეები

აქციის მე-15 დღეს პარლამენტთან ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას მუსიკოსები უერთდებიან

რედაქტორი

საქართველოს საზღვრიდან ცხრა კილომეტრში, სომხეთის ტერიტორიაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

editor

ნიკა გვრამიამ 40 ათასი ლარის გირაოს გადახდა გადაწყვიტა

ადმინისტრატორი