საზოგადოება

„პრინცი იოანე ბაგრატიონის“ ბრენდის წარდგენა გაიმართა

საქართველოს სამეფო ოჯახის წევრმა, პრინცმა იოანე ბაგრატიონმა საზოგადოებას სამეფო ღვინის ახალი ბრენდი „პრინცი იოანე ბაგრატიონი“ წარუდგინა. ცერემონია კახეთში, მეღვინეობა „შილდაში“ გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს წარუდგინეს „პრინცი იოანე ბაგრატიონის“ სხვადასხვა სახის ღვინო.

ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

როგორც იოანე ბაგრატიონმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია მათი ღვინის წარდგენა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია აქ თქვენს გვერდით ყოფნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, ჩემ ფესვებთან დაბრუნება. ძალიან ამაყი ვარ დღევანდელი დღით“, – განაცხადა პრინცმა იოანე ბაგრატიონმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორგანიზატორებს ღონისძიებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

editor

რომელ რეგიონშია ყველაზე ხარისხიანი სწავლება?

ადმინისტრატორი

რუსთავის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მდუმარე აქცია

editor