მსოფლიო

მეუღლისა და 4 შვილის მკვლელობაში დაკავებული მამაკაცი უდანაშაულო აღმოჩნდ

შოტლანდიაში, გლაზგოს აეროპორტში, 2011 წელს მეუღლისა და 4 შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცი პოლიციამ შეცდომით დააკავა, ამის შესახებ Figaro წერს. ის ფრანგი, ქსავიე დუპონ დე ლიჟონი არ აღმოჩნდა. გამოცემა Figaro წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დნმ-ის ანალიზით დადასტურდა, რომ დაკავებული სხვა ადამიანია და დამნაშავე არ არის. მანამდე სააგენტო AFP-ის ცნობით, გლაზგოს აეროპორტში ქსავიე დუპონ დე ლიჟონი დააკავეს, რომელიც შოტლანდიაში პარიზიდან ყალბი პასპორტით ჩაფრინდა. ქალაქ ნანტში კაცის დე ლიჟონის მიერ 48 წლის მეუღლისა და 21, 18, 16 და 13 წლის შვილების მკვლელობამ 2011 წელს მთელი საფრანგეთი შეძრა. შემთხვევას ფრანგულ მედიაში „ნანტის სასაკლაო“ უწოდეს. ქსავიე დუპონ დე ლიჟონმა ცოლ-შვილი და ორი ძაღლი საკუთარი სახლის ეზოში დამარხა.

მსგავსი სიახლეები

სამხრეთ კორიაში ექიმებმა შემთხევით აბორტი სხვა ქალს გაუკეთეს

editor

ეკოაქტივისტებმა უჩვეულო პერფორმანსი გამართეს მათ თავი ქვიშაში ჩარგეს

editor

The New York Times საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს

რედაქტორი