საზოგადოება

თუ სატრანსპორტო რეფორმის არსს ვერ ხვდება ხალხი, საგანგაშოა!

რას ფიქრობენ სტუდენტები სატრანსპორტო რეფორმაზე? მათ აზრით, თბილისის ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად აუცილებელი იყო აღნიშნული წამოწყება.

“მოკლედ, ვაკვირდები ტაქსებზე ხალხის დამოკიდებულებას და გაოცებული ვარ. თუ ეს უარყოფითი დამოკიდებულება პარტიულობიდან გამომდინარეობს კიდე არაუშავს, მაგრამ თუ ხალხი ამ რეფორმის არსს ვერ ხვდება ეს უკვე საგანგაშოა. მიზანს ხომ უნდა დავუფიქრდეთ რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ეს მხოლოდ ,,ტაქსების რეფორმა” არაა, როგორც თქვენ უწოდებთ, ეს არის სატრანსპორტო რეფორმა და ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ იდეისა, რომელიც ბოლოს მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორამდე, კერძო მანქანების შემცირებამდე და სუფთა გარემომდე მიგვიყვანს. ეს არ არის მხოლოდ ,,ტაქსების რეფორმა”, რადგან პარალელურად კეთდება შესაბამისი ინფრასტუქტურა, შესყიდულია ახალი ავტობუსები და ამდენი წლის მერე პირველად მეტროსაც მიეხედება.
ფასების გაძვირებას რაც შეეხება , ჯერ ერთი მიზეზს ვერ ვხვდები, ტაქსისტები ბოლომდე უზრუნველყოფილი იყვნენ ყველაფრით და ბოლომდე ეხმარებოდა მათ მერია. მერე მეორე , სხვა კერძო კომპანიებს, რომლებიც ამ საქმიანობას ახორციელებენ, არ გაუძვირებიათ ტაქსით მომსახურება🤷‍♀️
მოკლედ, უსამართლოდ ნუ ვისაუბრებთ კალაძეზე.
ეს არის ჩემი კომენტარი”- წერს სტუდენტი თეკლე ჯანხოთელი.

მსგავსი სიახლეები

იგეგმება 2007 წლამდე უნებართვოდ აშენებული ობიექტების ლეგალიზება

რედაქტორი

რეგიონულ ჰოსპიტალში 20 ივნისის ღამეს დაშავებული 2 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას

რედაქტორი

2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით რეგიონებში შეხვედრები გრძელდება

რედაქტორი

Leave a Comment