ვიდეო მსოფლიო

ეკოაქტივისტებმა უჩვეულო პერფორმანსი გამართეს მათ თავი ქვიშაში ჩარგეს

სიდნეის სანაპიროზე ეკოაქტივისტებმა უჩვეულო პერფორმანსი გამართეს: მათ თავი ქვიშაში ჩარგეს. ვიდეოს Euronews-ი აქვეყნებს. 

ეს ორგანიზაცია Extinction Rebellion-ის მასშტაბური აქციის ნაწილია, რომელმაც მსოფლიოს 60-ზე მეტი ქალაქი მოიცვა. დემონსტრატები პოლიტიკოსებისგან გარემოს დასაცავად და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებას მოითხოვენ.

ავსტრალიაში აქტივისტებმა მთავარი მაგისტრალები გადაკეტეს. საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქვეყნის ქალაქში იმართება.

ჰაერის დაბინძურების შესახებ imedinews-ის მომზადებულ თემას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

მსგავსი სიახლეები

ამერიკამ 5 ვენესუელელ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა, ისინი ვინც დემონსტრატების მიმართ ძალის გამოყენებაში იღებდნენ მონაწილოებას

editor

ნატო – რუსეთის პარალელური წვრთნები შავ ზღვაში

რედაქტორი

მალხაზ მაჩალიკაშვილი- პარლამენტში ვინც შევა მალულად გამოვათრევთ იქედან

editor