პოლიტიკა

ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მილოცვაში ხაზგასმულია ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე ორმხრივი ურთიერთობები, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში. „გიდასტურებთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცე მხარდაჭერას, რაც მოიცავს ჩვენი მხრიდან, როგორც დღეს, ისე ევროკავშირიდან ჩვენი გამოსვლის შემდეგ, თქვენი შიდა რეფორმების შემდგომი პროგრესის ხელშეწყობას. გისურვებთ წარმატებებს“, – ნათქვამია მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები

ეკა ბესელია: უზენაეს სასამართლოზე “კლანს“ გავლენა არ აქვს

რედაქტორი

სოფო ქაცარავა: სტრასბურგის სასამართლოს მოსყიდვაზე და რუსეთის გავლენებზე საუბარი არასერიოზულია

რედაქტორი

მამუკა მდინარაძე აგვისტოს ომის დეტალებზე

რედაქტორი