კულტურა

კინოს ფორუმი დიმიტრი ცინცაძის ფილმ „შინდისის“ ჩვენებით გაიხსნა

ბაკურიანი ქართული კინოს ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. ღონისძიება დიმიტრი ცინცაძის ფილმ „შინდისის“ ჩვენებით გაიხსნა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას კინოსექტორისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენების შემდეგ „შინდისის“ შემოქმედებით ჯგუფთან დისკუსია გაიმართა.

ქართული კინოს ფორუმის სახელწოდებაა „ნახე პირველად ბაკურიანში“ და იგი საზოგადოებას იმ ახალ ქართულ ფილმებს სთავაზობს, რომლებიც ფართო აუდიტორიას ჯერ არ უნახავს. ღონისძიებას ეროვნული კინოცენტრი და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია ერთობლივად წარმოადგენენ.

ქართული კინოს ფორუმი 13 ოქტომბერს დაიხურება. კინოჩვენებები კინოთეატრ „ბაკურიანში“ იმართება და მათზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იქნება. კინოფორუმის პარტნიორები არიან „შემოქმედებითი ევროპის“ საქართველოს დესკი, სასტუმრო „კრისტალი“ და ბორჯომის მუნიციპალიტეტი.

მსგავსი სიახლეები

19 ოქტომბერს სამეგრელოში ხაჭაპურის ფესტივალი გაიმართება

editor

დღეს TBILISI PIANO FEST იხსნება

editor

დღეიდან თბილისში “ფორსაჟი 9”-ს გადაღებები დაიწყო

editor