ვიდეო საზოგადოება

გახარიაა- სისულეებს ნუ მეკითხებით

გიორგი გახარიამ მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებთან აბსოლუტურად დაუნდობელი და შეურიგებელი იქნებიან. ამასთან,

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ და რა დროს აიყვანა შსს-ში. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უწყება უმკაცრეს შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს დამნაშავეებს მის რიგებში“- თქვა გახარიამ და დასძინა, რომ არავის მისცემს უფლებას ათასეულობით პოლიციელის რეპუტაცია შელახოს.

ჟურნალისტის მორიგ კითხვაზე, არიან თუ არა დაკავებულები ნარკორეალიზატორები, გახარიამ აგრესიულად უპასუხა:

„ჩვენ დავაკავებთ პირველ რიგში იმას, ვინც შებღალავს პოლიციელის რეპუტაციას. გასაგებია? წერტილი. შეგიძლიათ კიდევ გაიმეოროთ ბევრჯერ ის, რაც გაიმეორეთ. სისულელეებს ნუ მეკითხებით”.

მსგავსი სიახლეები

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე, მოშიმშილე ცუდად გახდა

რედაქტორი

ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული მარტვილის კანიონი გახდა

editor

საპროტესტო აქცია გაიმართა გუშინ ასევე რუსთავი 2 -ის შენობასთან

რედაქტორი