სამართალი

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომას სამივე ბრალდებული ესწრება.

დღევანდელ პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობებს დააყენებს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული. ავთანდილ წერეთელს კი აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

მსგავსი სიახლეები

დიდ დიღომში დახოცილი ძაღლები იპოვეს

editor

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთი მისცა

editor

გია ჟორჟოლიანი ხაზარაძის გაცხადებასა და მის მიმართ ბრალის წარდგენას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს

რედაქტორი

Leave a Comment