მსოფლიო

თურქეთმა სირიაზე იერიში მიიტანა, მოსახლეობამ ქალაქებს ტოვებს

სამოქალაქო პირები სირიის საზღვრისპირა ქალაქებს ტოევბენ, მას შემდეგ რაც თურქეთის სამხედრო ავიაციამ და არტილერიამ იერიში მიიტანა. როგორც Reuters თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, სირიის ქალაქები რას-ალ-აინი და თელ-აბიადი ათასობით ადამიანმა უკვე დატოვა.

თურქეთის ჯარმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.

საბრძოლო მოქმედებების დაწყება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Twitter-ის გვერდზე დაადასტურა.

თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ 5 ოქტომბერს განაცხადა. შემდეგ კი საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

მის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილიდან ჯარი გაიყვანა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს სამხედრო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში „ეკონომიკის განადგურებით“ დაემუქრა

ევროკომისია და ნატო თურქეთს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ Reuters წერს.

მსგავსი სიახლეები

აშშ საგანგებო მდგომარეობა გამოაცახდა

editor

თურქეთში მიგრანტების ნავის ჩაძირვას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

editor

ჩილეში აქციების დროს, 200-ზე მეტმა ადამიანმა მხედველობა ნაწილობრივ ან სრულად დაკარგა

editor

Leave a Comment