საზოგადოება

დედაქალაქს ახალი ავტობუსები შეემატა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბაგებიდან წყნეთის მიმართულებით მოქალაქეებთან ერთად ახალი 8-მეტრიანი მწვანე ავტობუსით იმგზავრა.

34 ნომერი ავტობუსის მარშრუტის გარდა ახალი ავტობუსები სხვადასხვა გარეუბანშიც იმოძრავებენ. კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მთავრობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება პრიორიტეტულია და ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება ეტაპობრივად იგეგმება.

თბილისში ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე, euro 6 ემისიის სტანდარტის  ავტობუსები შემოვიდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით ჩანაცვლება უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. ცნობილია მარშრუტები, რომლებზეც ISUZU-ს ახალი ავტობუსები გადანაწილდება.

მსგავსი სიახლეები

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8237 ლარი გახდა

რედაქტორი

სასწრაფო დახმარების სისტემაში ცვლილებებია

ადმინისტრატორი

აქციის ორგანიზატორების ცნობით დღეს 19:00 საათიდან თავისუფლების მარში იგეგმება

რედაქტორი

Leave a Comment