ეკონიმიკა

გიორგი კაკაურიძე – 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა არის კარგი შედეგი

5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა არის კარგი შედეგი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. რაც შეეხება თანხების უყაირათოდ ხარჯვაზე „ევროპული საქართველოს“ ბრალდებას, კაკაურიძე აღნიშნავს, რომ „ევროპულ საქართველოსთან“ შეხვედრაზე მსგავსი ბრალდება არ მოუსმენია. მისივე თქმით, ბიუჯეტი მაქსიმალურად ორიენტირებულია მოქალაქეებზე.

„ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გვაქვს 5%. რა თქმა უნდა, სასურველი უფრო მაღალი იქნებოდა, მაგრამ როცა ვუყურებთ მსოფლიო ეკონომიკაში და ჩვენ სავაჭრო პარტნიორებთან მიმდინარე ტენდენციებს, ვფიქრობთ, რომ 5% არის ის საუკეთესო შედეგი, რასაც შეიძლება 2020 წლისთვის მივაღწიოთ. ეს პროგნოზი, რა თქმა უნდა, განხილულია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, სავალუტო ფონდთან და ყველა ვთანხმდებით, იმ საერთაშორისო ფაქტორების გათვალისწინებით, რაც არსებობს ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში, 5% – იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა არის კარგი შედეგი,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ გიორგი კაკაურიძემ 2020 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი „ევროპულ საქართველოს“ ფრაქციის ფორმატში გააცნო.

მსგავსი სიახლეები

საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა

ადმინისტრატორი

27 აგვისტოს, აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

editor

რას სთავაზობს სახელმწიფო დასეტყვილი ვენახების პატრონებს?

editor